ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვიტორ როკე ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: ვიტორ როკე ბარსელონას ფეხბურთელია
თარიღი 12 ივლ 2023, 15:25
კატალონიურმა "ბარსელონამ" 18 წლის თავდამსხმელ ვიტორ როკესთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად გამოაცხადა.

ბრაზილიელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც 2031 წლამდეა გათვლილი. 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" როკეს ტრანსფერში პირველ ეტაპზე 35 მილიონ ევროს და 10-ს პოტენციური ბონუსების სახით გადაიხდის.

როკეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მოიცავს 500 მილიონი ევროს განთავისუფლების პუნქტს.