ავტორიზაცია

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია: მიქაუტაძე სერია ა-ში ითამაშებს?

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია: მიქაუტაძე სერია ა-ში ითამაშებს?
თარიღი 12 Jul 2023, 18:48
საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენით რამდენიმე გუნდი ინტერესდება.

ცოტა ხნის წინ კი gianlucadimarzio ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის შეძენაზე იტალიური "ლაციო" მუშაობს.

წყარო იტყობინება, რომ "ლაციომ" "მეცს" მიქაუტაძის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში მიქაუტაძემ 37 შეხვედრა ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.