ავტორიზაცია

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სტადიონი ცნობილია

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სტადიონი ცნობილია
თარიღი 11 Jul 2025, 15:17
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მაროკო, პორტუგალია და ესპანეთი უმასპინძლებს. ტურნირის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი რამდენიმე მატჩი არგენტინაში, ურუგვაიში და პარაგვაიში ჩატარდება.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს 20 ქალაქი და სტადიონი უმასპინძლებს, ხოლო ფინალური დაპირისპირება მადრიდში, ლეგენდარულ სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაცია ესპანურ მედიაში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ 2030 წლის მუნდიალი სტარტს 8 ივნისს აიღებს და გამარჯვებული 21 ივლისს გამოვლინდება. ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 6 კონტინენტის 48 ნაკრები მიიღებს.