როცა 21-წლამდე ნაკრების ლიდერები სკამზე არიან - იყო თუ არა ეს დინამოს დიდი შეცდომა?
"დინამო თბილისმა" ევროტურნირებზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად "ასტანასთან" ფრედ 1:1 ითამაშა.
პირველი ტაიმი "დინამოსთვის" კატასტროფული გამოდგა და გაგვიმართლა, რომ მეტოქემ ერთზე მეტი გოლი ვერ გაგვიტანა. მეორე ტაიმში კი ჭიაბრიშვილმა ბევრი რამ გადააწყო და ამან შედეგი მოიტანა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "დინამოს" ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე 3 ისეთი ფეხბურთელი ეჯდა, ვინც ცოტა ხნის წინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ისტორიული გამარჯვებების უშუალო მონაწილე იყო.
ხვადაგიანიც, კალადაძეც და მოისწრაფისვილიც რამაზ სვანაძის ძირითად ბირთშვი იყვნენ და ბრწყინვალე მატჩებიც ჩაატარეს, თუმცა ასეთ ტონუსში მყოფ ფეხბურთელებს ჭიაბრიშვილმა გამოცდილები ამჯობინა.
დაცვის ცენტრში მარგველაშვილი-ტაბიძის წყვილი გამოცდილია, თუმცა პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა ჰქონდათ, რაც მეორე ტაიმში ხვადაგიანისა და კალანდაძის შემოსვლის შემდეგ, მინიმუმამდე ჩამოვიდა.
3-მცველიანმა ტაქტიკამ მეორე ნახევარში იდეალურად იმუშავა, 21-წლამდე გამოვლილმა ხვადაგიანმა და კალანდაძემაც მეორე ნახევარში დიდებულად ითამაშეს და მათი სკამზე დასმის შეცდომა ყველაზე კარგად ჭიაბრიშვილმა გაანალიზა. სავარაუდოდ, განმეორებით მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას ვიხილავთ.