უარი ოსიმენის ტრანსფერზე? - დუშან ვლახოვიჩი პსჟ-ს მთავარი სამიზნე ხდება

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, "პსჟ"-მ ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერიდან, სერბ თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩზე გადაერთო.
ეს გადაწყვეტილება ოსიმენის სატრანსფერო ღირებულებით არის გამოწვეული.
"პსჟ"-ს ახალ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ძალიან მოსწონს ვლაოვიჩის ძირითადი მახასიათებლები და თავად დუშანიც ძალიან დადებითად არის განწყობილი საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლის იდეაზე.