ავტორიზაცია

კარგი მატჩი ქუთაისში - ტორპედო სარაევოს დაუზავდა

კარგი მატჩი ქუთაისში - ტორპედო სარაევოს დაუზავდა
თარიღი 13 ივლ 2023, 23:13
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა საიტნერესო შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და "სარაევოს" შორის.

ქუთაისელებმა კარგად ითამაშეს, რამაც შედეგი გამოიღო და ტაიმის მიწურულს ანგარიში ნიკა სანდოხაძემ გახსნა.

'სარაევომ" ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაათანბრა, ირაკლი ბუღრიძის დარტყმით კი "ტორპედო" კვლავ წინ გავიდა.

სამწუხაროდ, იმერლებს ზეიმი დიდი ხანი არ დასცალდათ, "სარაევომ" ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება ზუსტად ერთ კვირაში, ბოსნიის დედაქალაქში შედგება.