ავტორიზაცია

სპინაცოლამ საუდის არაბეთიდან შეთავაზება მიიღო

სპინაცოლამ საუდის არაბეთიდან შეთავაზება მიიღო
თარიღი 14 ივლ 2023, 11:39
საუდის არაბეთის "ალ-შაბაბის" ხელმძღვანელობამ "რომას" მცველ ლეონარდო სპინაცოლას შეთავაზება გაუკეთა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება.

ჟურნალისტის თქმით, საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება რომაული გუნდის წარმომადგენლებთან. 

კლუბმა სპინაცოლას გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ლეონარდო რომაულ გუნდში 2019 წლის ივლისიდან თამაშობს. მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.