ტადიჩს აიაქსის დატოვება სურს - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
"აიაქსის" კაპიტანს დუშან ტადიჩს კლუბთან სამუშაო კონტრაქტის გაწყვეტა სურს. ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ტადიჩი გუნდის ამჟამინდელი ფორმით უკმაყოფილოა და ამიტომ წასვლა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, 34 წლის დუშან ტადიჩმა ვარჯიში გამოტოვა და "აიაქსის" დირექტორს შეხვდა.
ტადიჩი "აიაქსში" 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას შემდეგ სერბმა შემტევმა 241 მატჩში 105 გოლი გაიტანა და 112 საგოლე გადაცემა გააკეთა.