ლუკაკუ იუვენტუსში გადასასვლელად მზადაა, ინტერი ბელგიელის საქციელით გაღიზიანებულია
"ჩელსის" ბელგიელმა თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა "ინტერის" ნაცვლად კარიერა "იუვენტუსში"
გააგრძელოს.
"ნერაძური" ბელგიელთან გარიგების დადებას გეგმავდა, მაგრამ ფეხბურთელმა კლუბთან ურთიერთობა "იუვენტუსის" ინტერესის გამო შეწყვიტა, ამის შესახებ ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

"ინტერის" ხელმძღვანელობა უკიდურესად უკმაყოფილოა თავდამსხმელის საქციელით და შესაძლოა მოლაპარაკებებს შეწყვიტოს, თუ სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება.
აღსანიშნავია, რომ იუვენტუსი მზადაა "ჩელსის" 37,5 მილიონი ევრო პლუს 2,5 მილიონი ბონუსები გადაუხადოს, მაგრამ შეთავაზება აქტუალური გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დუშან ვლახოვიჩი გაიყიდება.

თავად ლუკაკუ დაინტერესებულია ტურინში გადასვლით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.