ვოლფსბურგმა ინტერს მცველის ტრანსფერის თაობაზე წინადადება გაუგზავნა
გერმანული "ვოლფსბურგი" "მილანის" ინტერიდან მარცხენა მცველი რობინ გოსენსის შეძენას ცდილობს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის თქმით, გერმანულმა კლუბმა "ნერაძურის" ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც მოიცავს სესხს სეზონის ბოლოს 14 მილიონ ევროდ ყიდვის ვალდებულებით.
წყაროს ცნობით, "ინტერმა" უკვე უარყო ეს შეთავაზება. პლეტენბერგის თქმით, მილანელებს ფეხბურთელის ტრანსფერით უფრო მეტის გამომუშავება სურთ.
წყაროს ცნობით, "ინტერმა" უკვე უარყო ეს შეთავაზება. პლეტენბერგის თქმით, მილანელებს ფეხბურთელის ტრანსფერით უფრო მეტის გამომუშავება სურთ.