ლივერპული მზადაა ფაბინიო 40 მილიონ ევროდ გაყიდოს
"ლივერპული" ბრაზილელი ნახევარმცველის ფაბინიოს 40 მილიონ ევროდ გაყიდვას დათანხმდა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა გუნდმა "ალ-იტიჰადის" შეთავაზება მიიღო.
თავად ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ფაბინიო "ლივერპულში" 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მას შემდეგ გუნდთან ერთად საკლუბო დონეზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
ფაბინიო "ლივერპულში" 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მას შემდეგ გუნდთან ერთად საკლუბო დონეზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.