რა გადაწყვეტილება მიიღო ნაპოლიმ კვარაცხელიას 90 მილიონ ევროდ გაყიდვასთან დაკავშირებით?

დღეს, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით "ნიუკასლი" ინტეერესდება.
პრემიერ ლიგის კლუბი მზადაა ნეაპოლელებს მის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადონ.
თუმცა ცნობილია "ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის პოზიციაც - კლუბი ხვიჩას გაშვებას არ აპირებს და კონტრაქტი უნდა გაუხაგრძლივოს.
კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის. საუბარია კონტრაქტზე 2028 წლამდე, წელიწადში 3 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვარაცხელია სერია ა-ს ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.