ავტორიზაცია

ბაიერნის მთავარი მიზანი მამარდაშვილის შეძენაა - რამდენს ითხოვს ვალენსია?

ბაიერნის მთავარი მიზანი მამარდაშვილის შეძენაა - რამდენს ითხოვს ვალენსია?
თარიღი 15 Jul 2023, 18:32
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მიუნხენის "ბაიერნი" "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით ინტერესდება.

როგორც გავლენიანი გამოცემა BILD წერს, რეკორდმაისტერის მთავაეი სამიზნე მართლაც რომ მამარდაშვილია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თავის მხრივ, "ბაიერნი' იან სომერის გაშვებას იქამდე არ აპირებს, სანამ გუნდი რომელიმე მეკარეს არ დაიტოვებს და თუ ეს ვერ მოახერხეს, შვეიცარიელის გამოსყიდვა მოუწევთ.

ამავე წყაროს ცნობით, "ვალენსია" ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ "ბაიერნს" 30 მილიონ ევროს სთხოვს.