ავტორიზაცია

ჟოაო ფელიქსს ბარსელონაში თამაში სურს

ჟოაო ფელიქსს ბარსელონაში თამაში სურს
თარიღი 15 Jul 2023, 19:19
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელს ჟოაო ფელიქსს კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურს.

როგორც Diario AS-ისთვის გახდა ცნობილი, 23 წლის პორტუგალიელის პრიორიტეტი კატალონიურ კლუბში მოხვედრაა.

თუმცა, ჯერჯერობით ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა. ამის მიზეზი "ბარსელონას" რთული ფინანსური მდგომარეობაა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა "ასტონ ვილაში" გადასვლაზე უარი თქვა.

ფელიქსის კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2027 წლამდეა ძალაში.