აიაქსიდან წასვლის შემდეგ, დუშან ტადიჩს მსურველები უკვე გამოუჩნდა
გუშინ დუშან ტადიჩმა (34 წლის) „აიაქსთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სერბი შემტევი მსურველებს სოლიდური საფეხბურთო ასაკისდა მიუხედავად, მაინც არ უჩივის.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბი „ალ ხალეჯი“ და თურქული „ბეშიქთაში“ იჩენენ. საუდელები ტადიჩს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, დუშანი თავისუფალი აგენტია და საბოლოო გადაწყვეტილებას პირადად, უახლოეს მომავალში მიიღებს.