ავტორიზაცია

პსჟ-ს 8 ფეხბურთელის გაყიდვა სურს

პსჟ-ს 8 ფეხბურთელის გაყიდვა სურს
თარიღი 16 ივლ 2023, 10:50
"პსჟ" აპირებს გაყიდოს ყველა ფეხბურთელი, ვინც გასული სეზონი იჯარით სხვა გუნდში გაატარა.

ამის შესახებ Le Parisien-ი იტყობინება.

პარიზელები გეგმავენ შემდეგ ფეხბურთელებთან განშორებას: ლეანდრო პარედესი, კეილორ ნავასი, იულიან დრაქსლერი, კოლინ დაგბა, ჯორჯინიო ვაინალდუმი, ლევენ კურზავა, აბდუ დიალო და მაურო იკარდი რომელიც კარიერას "გალათასარაიში" გააგრძელებს.

ამავდროულად, "პსჟ" ხელფასებზე 60 მილიონი ევროს დაზოგვას ელოდება.