ბაიერნი და მანჩესტერ სიტი ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ
"მანჩესტერ სიტი" აქტიურად ინტერესდება მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი მცველის, ბენჟამინ პავარის ტრანსფერით.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინტერესში "სიტი" კაულ უოკერის ტრანსფერს ჩართავს.
უფრო კონკრეტულად, ქალაქელები მზად არიან პავარი მათ გამოცდილ მცველში, კაილ უოლკერში გაცვალონ.
თუ ეს შეთანხმება შედგა, "სიტი" "ბაიერნს" ფეხბურთელების გაცვლის გარდა, დამატებით 15 მილიონ ევროს გადაუხდის.