მანჩესტერს ტრანსფერი ჩაეშალა: პსჟ-ს ფეხბურთელი ბუნდესლიგაში
"პსჟ", რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ხავი სიმონსი "პსვ"-დან 6 მილიონ ევროს იყიდა, მზადაა იჯარით გაუშვას.
მათ შეთანხმებას მიაღწიეს "ლაიფციგთან" და სიმონსი არენდით ბუნდესლიგაში იმ შემთხვევაში გადავა, თუ პარიზულ კლუბში ნეიმარი და მბაპე დარჩებიან.
თავის მხრივ, სიმონსის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურდა, თუმცა "პსჟ"-მ ეს ვარიატნი არც კი განიხილა, რადგან მოლაპარაკებებს "ლაიფციგთან" აწარმოებდა.
გასული სეზონი სიმონსმა ერედივიზიაში "პსვ"-ს რიგებში ითაამაშა და 34 მატჩში 19 გოლი გაიტანა.