ავტორიზაცია

ახლოს ისტორიულ ტრანსფერთან - რატომ გახდა მამარდაშვილის ბაიერნში გადასვლა რეალური?

ახლოს ისტორიულ ტრანსფერთან - რატომ გახდა მამარდაშვილის ბაიერნში გადასვლა რეალური?
თარიღი 17 Jul 2023, 01:18
რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა გერმანულმა წყაროებმა დაწერეს, რომ "ბაიერნი" მამარდაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდიდა, თუ გუნდიდან იან სომერს გაუშვებდა.

...და ასეც მოხდა - ბოლო ცნობებით, "ინტერმა" სომერთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანახმა და მის მილანურ კლუბში გადასვლას წინ აღარაფერი უდგას.

შესაბამისად, რეკორდმაისტერი მთლიან კონცეტრაციას მამარდაშვილის ტრანსფერზე გააკეთებს. სომერის წასვლამ ამ ისტორიული ტრანსფერის შანსები ერთიორად გაზარდა.

ცნობილია ისიც, რომ "ბაიერნი" "ვალენსიას" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მამარდაშვილი გახდა "ვალენსიას" ერთადერთი მოთამასე, ვინც ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.