ინტერმა მორატას გარემოცვასთან მოლაპარაკება გამართა

მილანის "ინტერმა" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ალვარო მორატასთან შესაძლო თანამშრომლობა განიხილა.
30 წლის ფეხბურთელი სერია A-ს მრავალი კლუბის ინტერესს იწვევს.
30 წლის ფეხბურთელი სერია A-ს მრავალი კლუბის ინტერესს იწვევს.
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ცნობით, კვირას საღამოს მორატას გარემოცვამ მოლაპარაკება გამართა "ინტერის" წარმომადგენლებთან.
თუმცა, ესპანელი მხოლოდ ალტერნატიული ვარიანტია "ნერაძურისთვის", რომლის პრიორიტეტად რჩება ფოლარინ ბალოგუნი ლონდონის "არსენალიდან".