რაშფორდმა მანჩესტერ იუნაიტედთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ინგლისელმა თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა მანჩესტერ "იუნაიტედთან" წარმატებული მოლაპარაკებები გამართა.
მხარეები შეთანხმდნენ ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, ამის შესახებ Sky Sports იტყობინება.
მარკუსს "წითელ ეშმაკებთან" მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. თავდამსხმელი მანკუნიელების მაისურს 2016 წლიდან ირგებს.
გასულ სეზონში რაშფორდმა მანჩესტერ "იუნაიტედში" 55 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 30 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.