"აქვს თუ არა კვარაცხელიას მსუყე შემოთავაზება?" - აგენტი კომენტარს აკეთებს

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ "ნაპოლის" ქართველი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით "ნიუკასლი" ინტერესდება.
პრემიერ ლიგის კლუბი მზადაა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამასთან დაკავშირებით ორაზროვანი კომენტარი კვარაცხელიას აგენტმა კრისტიან ძაკარდომ გააკეთა.
"აქვს თუ არა კვარაცხელიას შემოთავაზება? - მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და საოცრად ითამაშა, დანარჩებს ერთად ვნახავთ...", - განაცხადა ძაკარდომ.
ძაკარდომ ისიც აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე საუბარი არ უყვარს და ცდილობს, ნაკლებად ისაუბროს.