ობამეიანგით ფრანგული კლუბი ინტერესდება, ტრანსფერს ფეხბურთელის ხელფასი აფერხებს
პიერ-ემერიკ ობამეიანგით „მარსელი“ ინტერესდება.
The Athletic-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი და „ჩელსი“ 34 წლის ფორვარდის ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
შეთანხმების მიღწევა მაღალი ფინანსების გამო გაჭირდება - „ჩელსის“ ობამეიანგის სანაცვლოდ გაკრვეული თანხის მიღება სურს, მისი ხელფასი კი კვირაში 160 ათას ფუნტს შეადგენს. მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, მხარეებმა კომპრომისს უნდა მიაღწიონ.
ობამეიანგი „ჩელსისთან“ ერთად ვარჯიშებს ვერ უბრუნდება. თავდაპირველად ის გუნდში 12 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ კლუბმა ცოტა ხნით დაცდა სთხოვა.
გაბონელი ფორვარდი „ბარსელონადან“ „ჩელსიში“ 2022 წლის სექტემბერში 12 მილიონ ევროდ გადავიდა.