ავტორიზაცია

"ევროპაში აღარასდროს დავბრუნდები! - იქ დონე ძალიან დაეცა", - რონალდუს სრული კომენტარი

"ევროპაში აღარასდროს დავბრუნდები! - იქ დონე ძალიან დაეცა", - რონალდუს სრული კომენტარი
თარიღი 18 ივლ 2023, 03:36
"ალ ნასრის" პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ საჯაროდ ალაპარაკდა და რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

რონალდუმ დაადასტურა, რომ ევროპაში დაბრუნებას არ აპირებს და საუდის არაბეთში თავს კარგად გრძნობს.

"ევროპაში აღარასდროს დავბრუნდები. იქ დონე ძალიან დაეცა. ერთადერთი კარგი ლიგა პრემიერ ლიგაა და სხვა დანარჩენებს ბევრად ასწრებს.

ვფიქრობ, საუდის არაბეთის ლიგა MLS-ს აღემატება. თავიდან, როცა აქ გადმოვედი ყველა მაკრიტიკებდა და რა სიტუაციაა ახლა?

ფაქტია, საუდის არაბეთში ევროპიდან ვარსვლავები მოდიან და  ჩემი დამსახურებაა. ეს ტენდენცია ჩემი საუდის არაბეთში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

ასე იყო იტალიაშიც. სერია ა საერთოდ მკვდარი იყო და როცა იუვენტუსში გადავედი, ყველას იტალიაში თამაში მოუნდა", - განაცხადა რონალდუმ.