მიუნხენის ბაიერნი ლუკა პარკაძეს ავსტრიაში გაანათხოვრებს?

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ტალანტი ლუკა პარკაძე ახალი სეზონისთვის მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ემზადება.
მანამდრ გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 2023/24 წლების სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.
ამ სიაშია 18 წლის ქართველი შემტევი, რომელიც გუნდში თბილისის "დინამოდან" გადავიდა და მიუნხენურ გრანდში შეკრებისთვის 33-ნომრიანი მაისური მიიღო.
გამოცემის მტკიცებით, 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა შესაძლოა იჯარის წესით ავსტრიის რანგით მეორე ლიგის "ადმირაში" ითამაშოს.
როგორც ცნობილია "ბაიერნი" პარკაძის კომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეკრების შემდეგ მიიღებს.