ავტორიზაცია

ისკო: "ვუთხარი, რომ ყველაზე დიდი მატყუარაა ვინც კი შემხვედრია, ის კი დამეტაკა და კისერში ხელი წამიჭირა"

ისკო: "ვუთხარი, რომ ყველაზე დიდი მატყუარაა ვინც კი შემხვედრია, ის კი დამეტაკა და კისერში ხელი წამიჭირა"
თარიღი 18 Jul 2023, 22:48
„რეალის“ ექს-ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა, „სევილიადან“ წასვლის იმედგაცრუებაზე ისაუბრა.

ესპანელი ანდალუსიურ კლუბში 2022 წლის ზაფხულში „რეალში“ გატარებული 9 წლის შემდეგ გადავიდა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეში, სპორტულ დირექტორ მონჩისთან კონფლიქტის გამო, გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და დღემდე თავისუფალი აგენტია.

„სევილიაში ბედნიერი ვიყავი. რთული პერიოდი კი გვედგა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამოვიდოდით და ბოლოს ასეც მოხდა.

ყველაფერი ისე არ ყოფილა, პრესა როგორც წერს, მითუმეტეს სევილიაში - იქ ამბობენ, თითქოს მე გემიდან გამოვიქეცი. სულაც არა, ეს ჩემი სტილი არ არის. მადრიდის „რეალში“ ბევრი წელი გავატარე და არასდროს დავნებებულვარ, ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ადგილისთვის ბრძოლას. ხან გამომდიოდა, ხან არა. მაგრამ, ცხოვრებაში არასდროს მე გემიდან არ გავიქცეოდი.

სახლში ნაწყენი დავბრუნდი. ამ კლუბში იმიტომ გადავედი, რომ ლოპეტეგიმ დამირეკა, მითხრა, დაინტერესებული ვარ, კარგი გუნდი გვყავსო. აღფრთოვანებული ვიყავი.

„რეალთან“ შედარებით ხელფასი 4-ჯერ დავიკელი და როცა ჩამოვედი, მითხრეს, რომ თურმე, მონჩი ჩემი ტრანსფერის წინააღმდეგი იყო. მინდოდა თამაში იმ მწვრთნელთან, რომელიც ყოველთვის ჩემზე აკეთებდა ფსონს, მაგრამ ეს მოხდა.

ხულენი გაუშვეს, სამპაოლი მოვიდა, მაგრამ ყველაფერი ნორმალურად იყო. თუმცა, ზამთრის ტრანსფერების მოახლოვებასთან ერთად, უცნაური რაღაცები შევნიშნე. ჩემ აგენტს დაურეკეს და ახალი გუნდის ძიება დაავალეს ისე, რომ მე არც კი გამაფრთხილეს. როცა ეს გავიგე, მონჩისთან მივედი.

ვუთხარი: „მისმინეთ, ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია და ვერ ვხვდები, რა ხდება. არ გჭირდებით? პირდაპირ მითხარით და პრობლემების გარეშე გავერკვევით.“

არ ვიცი, რა ფინანსური პრობლემები ქონდა „სევილიას“, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ ყველაფერი აირია. მონჩიმ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი, რომ მე წასვლა მინდა, არადა ეს სიმართლე არ იყო, ყოველდღე ჩემ აგენტს ურეკავდა და კონტრაქტის გაწყვეტის საბუთზე ხელის მოწერას აიძულებდა. ამის შემდეგ, მასთან კიდევ ერთხელ მივედი და ვუთხარი:

„მისმინე, მონჩი, შენ არც მე მეუბნები სიმართლეს და არც ხალხს. მე დარჩენა მინდა, შენ კი იძახი, რომ წასვლას ვაპირებ.“

ამის მერე, მცირე კონფლიქტი მოგვივიდა...

მონჩის ვუთხარი, რომ ის ყველაზე დიდი მატყუარაა, ვინც კი ფეხბურთ შემხვედრია და ამის შემდეგ, ის დამეტაკა. ჩემთან მოვიდა, კისერში ხელი წამიჭირა და გასაშველებლები გავხდით.

თქვენც ხვდებით, რომ ამის შემდეგ, დარჩენა არანაირი პირობებით აღარ მინდოდა. საწყენი იყო, იმიტომ რომ თანაგუნდელებთან და ფანებთან საოცარი ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ვერ შევეგუებოდი იმას, რომ სპორტული დირექტორი ასე დამეტაკა და შემდეგ არც ბოდიში არ მოუხდია. ვერც აგრესიას და ვერც იმ ტყუილს, რომელსაც ავრცელებდა. ამიტომ, კონტრაქტი გავწყვიტე და წავედი.“ - აღნიშნა ინტერვიუში ისკომ.