ავტორიზაცია

ჩელსის მცველმა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა

ჩელსის მცველმა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა
თარიღი 19 Jul 2023, 10:54
„ჩელსის“ მცველმა, უესლი ფოფანამ, მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა.

ამ ტრავმის გამო, ფრანგი ფეხბურთელი „ჩელსის“ ამერიკის პრესეზონის ტურნეში ვერ გაჰყვა.

22 წლის მცველს უახლოეს პერიოდში ოპერაცია ჩაუტარდება და ის უმალვე გამოჯანმრთელების პროცესს დაიწყებს. როგორც წესი, ასეთი ტრავმების დროს, ფეხბურთელებს მინიმუმ 6 თვე უცდებათ ხოლმე.

ცნობისთვის, ფოფანასთვის ეს მე-2 მძიმე დაზიანებაა კარიერაში, 2021/22-სეზონში მან ფიბულას მოტეხილობის გამო 223 დღე გამოტოვა.