აპოელმა ქვილითაიას თაობაზე მილიონიანი შეთავაზება უარყო - სამხრეთ კორეული გუნდი დანებებას არ აპირებს
კვიპროსული გამოცემის philenews-ის ცნობით, "აპოელის" ლიდერის გიორგი ქვილითაიას ტრანსფერით სამხრეთ კორეული გუნდი ინტერესდება.
მეტიც წყაროს ინფორმაციით, კორეელებმა თავდამსხმელის თაობაზე მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა "აპოელმა" შეთავაზება უარყო. ეს გადაწყვეტილება გუნდისთვის 29 წლის ფორვარდის მნიშვნელობით არის გამოწვეული.
თუმცა, არის იმის ნიშნები, რომ კორეული გუნდი რომლის სახელიც არ სახელდება უკან დაბრუნდება და გაუმჯობესებულ შეთავაზებას გააკეთებს, რომლის შემთხევვაშიც ნიქოზიელებს უარის თქმა გაუჭირდებათ.