ავტორიზაცია

"საქართველოში ფეხბურთს უფრო თავისი სიამოვნებისთვის თამაშობენ, ვიდრე რუსეთში ან უკრაინაში"- ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი

"საქართველოში ფეხბურთს უფრო თავისი სიამოვნებისთვის თამაშობენ, ვიდრე რუსეთში ან უკრაინაში"- ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი
თარიღი 19 ივლ 2023, 14:49
ვეტერანმა ყაზახმა ფეხბურთელმა იუსუფ შადიევმა Sports.kz-სთან საუბარში თბილისის "დინამოს" და "ასტანას" განმეორებითი მატჩის წინ გუნდების შანსები შეაფასა.

"ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროთასები არის ბაზარი. ამიტომ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავი კარგად წარმოაჩინონ.

ყაზახი ფეხბურთელები, როგორც წესი, სამშობლოში თამაშობენ, ქართველები კი პირიქით. საქართველოში მათ ფულით ვერ ათამამებენ და წასვლა უნდებათ.

მაგრამ ქართველები ქართველებად რჩებიან და ფეხბურთს უფრო თავისი სიამოვნებისთვის თამაშობენ, ვიდრე რუსეთში ან უკრაინაში, სადაც უფრო დისციპლინირებული ფეხბურთია. ქართველებს ფეხბურთი ბავშვობიდან უყვართ. ",- აცხადებს შადიევი.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით თამაში თბილისში "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

ამ წყვილს შორის პირველი მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.