ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მანჩესტერ სიტიმ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველის ტრანსფერი დახურა

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მანჩესტერ სიტიმ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველის ტრანსფერი დახურა
თარიღი 19 ივლ 2023, 21:25
„ლაიფციგის" ხორვატი მცველი იოშკო გვარდიოლი კარიერას „მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, დღეს „მან სიტიმ" და გერმანულმა კლუბმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გვარდიოლმა დღეს „სიტისთვის" სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი წარმატებით ჩააბარა, პირადი კონტრაქტი ფეხბურთელს მანჩესტერულ კლუბთან უკვე ერთი თვეა შეთანხმებული აქვს.

ტრანსფერის ზუსტი თანხა არ სახელდება, მაგრამ მისი საერთო ღირებულება ბონუსების ჩათვლით 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს, რაც ჰარი მაგუაიერის (85 მლნ) რეკორდს ამხობს. 

ამრიგად, იოშკო გვარდიოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი ხდება.