ავტორიზაცია

"გამარჯვების ფსიქოლოგია არ გვაქვს და ეს დიდი პრობლემაა", - ჭიაბრიშვილი მარცხის შემდეგ

"გამარჯვების ფსიქოლოგია არ გვაქვს და ეს დიდი პრობლემაა", - ჭიაბრიშვილი მარცხის შემდეგ
თარიღი 19 Jul 2023, 22:36
"ასტანასთან" წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრისვილმა გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოელები შინ ყაზახურ გუნდთან 1:2 დამარცხდნენ.

"ორი თანაბარი გუნდი იყო. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე უკეთესი იყო, ასეთ დონეზე დიდ როლს ის ერთი წუთი თამაშობს, როცა ჩვენ 2 გოლი გავუშვით.

ამას კი გამოცდილება სჭირდება. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ამ დონეზე ნათამაშები არ გვაქვს. თუ სხვაგან მოწინააღმდეგე კონცეტრაციის დაკარგვას გპატიობს, აქ არ გაპატიებს.

ახლა მომდევნო თამაშებზე გადავერთვებით და ვეცდებით, ეს შეცდომები არ დავუშვათ. ერთი წელია ვმუშაობთ, ზოგი რამ გამოსწორდა, ზოგი რამ ვერა და ვფიქრობ, მალე მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა.

ფსიქოლოგია და მენტალიტეტი ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ეს მხოლოდ შეძახილით და ლაპარაკით არ მოდის. გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, დამთმობები ვართ და ეს დიდი პრობლემაა.