ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ჰარი მაგუაიერის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მანჩესტერ იუნაიტედმა ჰარი მაგუაიერის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 20 ივლ 2023, 15:52
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ინგლისელი მცველის ჰარი მაგუაიერის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

The Athletic-ის ცნობით, მანკუნიელებს ფეხბურთელის გაყიდვა სურთ და მის ტრანსფერზე შეთავაზებებს ელოდებიან.

წყარო აღნიშნავს, რომ მაგუაიერის შესახებ ოფიციალური წინადადებები ჯერჯერობით არ ყოფილა. 

მანამდე ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცველით "ჩელსი" და "ვესტ ჰემი" ინტერესდებოდნენ.

მაგუაიერი მანჩესტერ "იუნაიტედში" 2019 წლის ზაფხულში "ლესტერიდან" გადავიდა. მისი კონტრაქტი კი 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.