ავტორიზაცია

ხვალ, სენტ-მაქსიმინი ალ-აჰლიში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ხვალ, სენტ-მაქსიმინი ალ-აჰლიში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
თარიღი 20 ივლ 2023, 17:02
"ნიუკასლის" გარემარბის ალან სენტ-მაქსიმინის "ალ აჰლში" ტრანსფერი დასრულებას უახლოვდება. 

ფრანგული გამოცემის L'Equipe-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ახალ გუნდში ხვალ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ სენტ-მაქსიმინის ტრანსფერი საუდის არაბულ გუნდს 25 მილიონ ევრო დაუჯდება. 

გასულ სეზონში სენტ-მაქსიმინმა პრემიერ ლიგაში ერთი გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.