ავტორიზაცია

VIDEO: დამაჯერებელი გამარჯვება - გორის დილა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდშია

თარიღი 20 ივლ 2023, 23:19
უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში გორის „დილამ“ სლოვაკური „დუნაისკა სრედა“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველი მატჩის სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ, გორელებს გამარჯვება სჭირდებოდათ და ეს მოახერხეს კიდეც.

33-ე წუთზე „გორი“ ტიერი გალეს გოლით დაწინაურდა, შეხვედრაში წერტილი კი 85-ზე ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა დასვა და „დილას“ დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.