ავტორიზაცია

პენალტების სერია, კლიაიჩის გმირობა და ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა!

პენალტების სერია, კლიაიჩის გმირობა და ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა!
თარიღი 21 ივლ 2023, 02:03
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფოკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, (პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა) ქუთაისის "ტორპედო" "სარაევოს" დაუპირისპირდა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. საუკეთესო ვერც ორმა დამატებულმა ტაიმმა ვერ გამოავლინა, პენატების სერიაში კი იმერული გუნდი უკეთესი გამოდგა (4:2).

აღსანიშავია, რომ ქუთაისელთა სერბმა მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ იმერული კლუბი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება.