ავტორიზაცია

მანე საუდის არაბეთის კლუბში გადასვლას დათანხმდა

მანე საუდის არაბეთის კლუბში გადასვლას დათანხმდა
თარიღი 21 Jul 2023, 10:09
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი სადიო მანე საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაშის გასაგრძელებლად მზადაა.

მიუნხენური კლუბი მზადაა სენეგალელი გაყიდოს, რადგან მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი მას პრიორიტეტულ ფეხბურთელად არ განიხილავს. 

31 წლის თავდამსხმელის შეძენით "ალ-ნასრი" ინტერესდება, რომელიც L'Equipe-ის ცნობით, მასთან თანამშრომლობის პირობებზე უკვე შეთანხმებულია. 

რჩება საუდის არაბეთის კლუბმა დაარწმუნოს "ბაიერნი", რომელიც ფეხბურთელისთვის 30 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს.

სადიო მანემ გასულ სეზონში "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.