ავტორიზაცია

ტრანსფერი, რომელმაც შეიძლება დომინოს ეფექტი გაააქტიუროს - პსჟ-ს ჰეილუნდი მოუნდა

ტრანსფერი, რომელმაც შეიძლება დომინოს ეფექტი გაააქტიუროს - პსჟ-ს ჰეილუნდი მოუნდა
თარიღი 21 Jul 2023, 23:08
„პარი სენ-ჟერმენი“ „ატალანტას“ ფორვარდის, რასმუს ჰეილუნდის ტრანსფერით ინტერესდება.

L’Equipe-ს ინფორმაციით, პარიზელებმა ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. კლუბის სპორტული საკითხების მრჩეველი ლუიშ კამპუში ჰეილუნდს უკვე რამდენიმე წელია აკვირდება.

„პსჟ“ მზად არის „ატალანტას“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რომელიც ფეხბურთელში 60 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. თუმცა, იქამდე პარიზელებს რამდენიმე საკუთარი მოთამაშის გაყიდვა უწევს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელიც ჰეილუნდის ტრანსფერით ასევე ინტერესდება, ნაკლებად სავარაუდოა, იმდენის გადახდა შეძლოს, რამდენსაც ბერგამოელები ითხოვენ.

ჰეილუნდის ტრანსფერით ევროპაში შესაძლოა მასიური ფორვარდების დომინოს-ეფექტი გააქტიურდეს. რასმუსი თუ „პსჟ-ში“ წავა, პარიზელები დუშან ვლაჰოვიჩზე იტყვიან უარს და მის შეძენას „ბაიერნი“ შეეცდება, რომელიც კეინის თაობაზე ვერ ახერხებს „ტოტენჰემთან“ შეთანხმებას.

ვლაჰოვიჩის გაყიდვის შემდეგ „იუვენტუსი“ ლუკაკუს ტრანსფერს დახურავს, „პსჟ“ კი თავის ლიდერს კილიან მბაპეს უფრო თამამად გაუშვებს მადრიდის „რეალში“.