ავტორიზაცია

მილანი ჩუკვუეზეს შეძენას მაქსიმალურად მიუახლოვდა - ფაბრიციო რომანო

მილანი ჩუკვუეზეს შეძენას მაქსიმალურად მიუახლოვდა - ფაბრიციო რომანო
თარიღი 21 Jul 2023, 23:48
„ვილიარეალის“ შემტევი სამუელ ჩუკვუეზე კარიერას დიდი ალბათობით „მილანში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერის საბოლოო დეტალებს და საბონუსო სისტემებს აგვარებენ, რის შემდეგაც შეთანხმება საბოლოოდ დაიხურება.

„მილანი“ ნიგერიელი მარჯვენაფლანგელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაიხდის.