ავტორიზაცია

ოსიმენი და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ - ამის მიზეზი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხაა

ოსიმენი და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ - ამის მიზეზი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხაა
თარიღი 22 Jul 2023, 15:59
თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლისთან" შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე ჯერ არ შეთანხმებულა. 

იტალიური მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, მოლაპარაკების პროცესის გასამართად ნეაპოლში 24 წლის ნიგერიელის აგენტი რობერტო კალენდა ჩავიდა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ოსიმენის აგენტს ახალ კონტრაქტში 90 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტის შეტენა სურს, მაგრამ ეს "ნაპოლისთვის" საკმარისი არ არის. 

Il Corriere dello Sport-ის ცნობით, გათავისუფლების პუნქტი 100 მილიონ ევროს აუცილებლად გადააჭარბებს, მაგრამ "პარტენოპეის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მისი 200 მილიონამდე გაზრდა სურს

ვიქტორ ოსიმენის მოქმედი შრომითი კონტრაქტი 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.