პსჟ აიძულებს მბაპეს იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშოს, რომლებიც კლუბის გეგმებში არ შედიან
როგოეც მოგეხსენებათ "პსჟ"-მ გადაწყვიტა კილიან მბაპე იაპონიის ტურნეზე არ წაეყვანა.
საფრანგეთის ჩემპიონმა ვარსკვლავის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა, რადგან ფეხბურთელს არ სურდა კონტრაქტის განახლება.
ლიგა 1-ის გუნდის ბანაკში მიაჩნიათ, რომ მბაპე უკვე შეთანხმებულია მადრიდის "რეალთან" ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლაზე.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, "პსჟ"-ს სურს, რომ მბაპე შაბათიდან იმ მოთამაშეთა ჯგუფთან ერთად ივარჯიშოს, რომლებიც გამორიცხულნი არიან პროექტიდან და არ შედიან ლუის ენრიკეს გეგმებში.
ამ სიაში შედიან ჯორჯინიო ვეინალდუმი, ლეანდრო პარედესი, იულიან დრაქსლერი, აბდუ დიალო და კოლინ დაგბა.