ავტორიზაცია

ბარსელონში გასტროენტერიტის შემოტევის გამო, იუვენტუსთან ამხანაგური მატჩი ჩაიშალა

ბარსელონში გასტროენტერიტის შემოტევის გამო, იუვენტუსთან ამხანაგური მატჩი ჩაიშალა
თარიღი 22 Jul 2023, 22:20
„ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ შორის დათქმული ამხანაგური შეხვედრა სამედიცინო მიზეზების გამო ჩაიშალა.

კატალონიური კლუბის ინფორმაციით, მატჩი ვერ გაიმართება იმის გამო, რომ მისი ფეხბურთელების დიდი ნაწილი ვირუსული გასტროენტერიტით არის დაინფიცირებული (ვირუსული ეთიოლოგიის დაავადება, რომელიც კუჭის აშლილობით, მუცლის ტკივილით და გულისრევით იჩენს თავს).

თამაში 23 ივლისს თბილისის დროით 06:30 საათზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შეხვედრა სრულად ჩაიშალა.

Mundo Deportivo წერს, რომ პირველი ფეხბურთელი, რომელსაც სიმპტომები გაუჩნდა - ხუთშაბათს ჟულ კუნდე იყო, დღეს დილით კი რამდენიმე ფეხბურთელმა ერთად იგრძნო დისკომფორტი და გუნდი სან-ხოსეში თამაშზე ვერ გაემგზავრა.