ავტორიზაცია

ზარებს არ პასუხობდა და გაქრა - ინტერი ლუკაკუს ქმედებით გაბრაზებულია

ზარებს არ პასუხობდა და გაქრა - ინტერი ლუკაკუს ქმედებით გაბრაზებულია
თარიღი 23 Jul 2023, 01:15
სეზონის დასრულების შემდეგ, ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გაქრა და "ინტერის' ხელმძღვანელობასთან კონტაქტზე არ გასულა.

როგორც ცნობილია, ლუკაკუ ტელეფონსაც არ პასუხობდა და პარალელურად, მალულ მოლაპარაკებებს "იუვენტუსთან" აწარმოებდა.

როცა ნახა, რომ მისი "იუვენტუსში" ტრანსფერი არ გამოვიდოდა, "ინტერის" ბოსებს პატიება სთხოვა, თუმცა ნერაძურიში ბელგიელზე გაბრაზებულები არან.

ამის გამო, ლუკაკუს "ინტერში" დარჩენა გამოირიცხა. მოგეხსენსებათ, ის ამ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა.