გალათასარაი მზადაა ზაჰას გასაფორმებლად
30 წლის თავდამსხმელი ვილფრედ ზაჰა, რომელიც "კრისტალ პალასიდან" წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია, შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში გადავიდეს.
Daily Mail-ის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელის მომსახურებით სტამბულის "გალათასარაი" ინტერესდება.
როგორც წყაროსთვის გახდა ცნობილი, თურქული გრანდი მზადაა აფრიკელ ფეხბურთელს შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს წლიურად ცხრა მილიონი ევროს ოდენობით.
ვილფრიდი "კრისტალ პალასში" 2015 წლიდან თამაშობდა. ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში თავდამსხმელმა 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.