𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - საზონოვი ლიგა 1-ში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
ავტორიტეტულო ფრანგული გამოვემის l'équipe-ის ცნობით, "ლიონი" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველის საბა საზონოვის ტრანსფერის თაობაზე პროგრესს მიაღწია.
წყაროს ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, რომელიც 5-წლიანი იქნება.
ახლა მოლაპარაკებები გუნდებს შორის მიმდინარეობს, ტრანსფერის ალბათობის შანსს ისიც ზრდის, რომ საზონოვს რუსულ კლუბთან მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
ამრიგად, მოსკოვოს "დინამო" ტრანსფერში მხოლოდ 3-დან 4 მილიონ ევრომდე ითხოვს, რაც დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.