ოფიციალურად: უილფრიდ ზაჰა თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"კრისტალ პალასის" კოტდიუვარელი შემტევი უილფრიდ ზაჰა კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.
ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სტამბოლურ "გალათასარაის" შეუერთდა.
ზაჰას ტრანსფერით "ლაციო", "ფენერბაჰჩე" და საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი "გალათასარაიზე" შეაჩერა.
"გალამ" ზაჰას ტრანსფერი უკვე ოფიციალურადაც დაადასტურა.