ავტორიზაცია

რამდენ მილიონად შეძლებს უოტფორდი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვას?

რამდენ მილიონად შეძლებს უოტფორდი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვას?
თარიღი 24 ივლ 2023, 13:23
საქართველოს ნაკრების და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპში ითამაშებს.

როგორც ცნობილი გახდა, ჩაკვე კარიერას "უოტფორდში" გააგრძელებს.

ბელგიელი ჟურნალისტის საშა ტავოლიერის ცნობით, რომელიც ამ ტრანსფერის შესახებ პირველი წერდა, შემტევმა ნახევარმცველმა ლარასკევს სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

წყაროს ცნობით, ეს არის იჯარა 2-მილიონიანი ყიდვის ოფციით. ამას პლიუს იმ შემთხვევაში თუ ინგლისური გუნდი გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, შემდეგი ტრანსფერიდან პროცენტს მიიღებს.

ახლა მხოლოდ ადმინისტრაციაზე და ბოლო დოკუმენტებია დარჩენილი, რომ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდეს.