მბაპეს ბოლოც საუდის არაბეთია? - 300 მილიონი ევრო ფრანგის სანაცვლოდ

თანამედროვების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს კილიან მბაპეს "პსჟ"-დან წასვლა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა რომელ კლუბში ჯერ უცნობია.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მბაპეს ტრანსფერში საუდის არაბეთის გუნდი "ალ ჰილალი" ჩაერთო და მზად არიან მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა - 300 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა პარიზული კლუბი ამ მსუყე შეთავაზებას.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ევროპიდან არაბეთში გამორჩეული ფეხბურთელები მასიურად მიდიან და შესაძლოა, გამონაკლისი არც მბაპე გახდეს.