სენსაციური გამარჯვება - გიგაშვილის წარმატებული დებიუტი მონტენეგროში

მონტენეგროს ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "მლადოსტსა" და "ბუდუჩნოსტს" შორის.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა სენსაციური გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მოგებული გუნდის ქართველი მცველი ზურაბ გიგაშვილი.
გიგაშვილმა 55 წუთი ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებელი იყო. მოგეხსენებათ, კლუბმა ის სულ რამდენიმე დღის წინ გაიფორმა.