ავტორიზაცია

ვის შეხვდებიან ქართული კლუბები ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში?

ვის შეხვდებიან ქართული კლუბები ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში?
თარიღი 24 ივლ 2023, 16:21
ცოტა ხნის წინ წილისყრა შედგა, სადაც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები გახდა ცნობილი.

მოგეხსენებათ, საქართველოს სახელს ამ ტურნირზე "ტორპედო", "დილა" და "დინამო თბილისი" იცავენ.

თუ "დინამო თბილისი" მალტური "ჰამრუნის" ბარიერს დაძლევს, მათი მეტოქე "ფერენცვაროშსა" და "შამროკს" შორის გამარჯვებული იქნება.

ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან" გამარჯვების შემთხვევაში "ცსკა სოფიასა" და "სეპსის" შორის მოგებულს შეხვდება.

რაც შეეხება გორის "დილას," თუ ისინი "ვორსკვლას" ბარიერას გაძლევენ, "აპიელსა" და "ვოვივოდინიას" შორის მოგებულს დაუპირისპირდებიან.