ავტორიზაცია

არადა, ყველაფერი მზადაა.. - რატომ არ ოფიციალურდება ჩაკვეტაძის უოტფორდში ტრანსფერი?

არადა, ყველაფერი მზადაა.. - რატომ არ ოფიციალურდება ჩაკვეტაძის უოტფორდში ტრანსფერი?
თარიღი 24 ივლ 2023, 20:42
2 დღის წინ, დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისურ "უოტფორდში" გააგრძელებს.

ცნობილია, რომ ჩაკვეტაძემ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, თუმცა კლუბი მის ტრანსფერს ოფიციალურად კვლავ არ ადასტურებს.

საქმე იმაშია, რომ "უოტფორდს" სატრანსფერო ბანი ადევს. 1 წლის წინ, მათ განახორციელეს ტრანსფერი, რომლის სატრანსფერო თანხაც კვლავ არ გადაუხდიათ და ამის გამო, ფიფა-მ ბანი დაადო.

შესაბამისად, ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ფეხბურთელად იქამდე ვერ დარეგისტრირდება, სანამ კლუბი ზემოთ აღნიშნულ თანხას არ გადაიხდის.